კვლევები GAU-ში

ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია განათლების ხელმისაწვდომობასა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფაზე. 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი მოცემულ ეტაპზე იმყოფება მეცნიერებისა და კვლევის სფეროში განახლებული ინსტიტუციური სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესში. განახლებული სამეცნიერო სტრატეგიის შემუშავება ნაკარნახევი გახდა როგორც გარე ობიექტური ფაქტორების, ისე შიდა საუნივერსიტეტო გარემოების შეფასებისა და განვითარების მიზნებიდან გამომდინარე. 

უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით სფეროში სტრატეგია გულისხმობს მისწრაფებას გააძლიეროს მისი კვლევითი პოტენციალი და რეპუტაცია, კიდევ უფრო ინტენსიური და საჯარო გახადოს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი რესურსის შესაძლებლობები და მათი კვლევის შედეგები.

თანამედროვეობის რთულ და მრავალფეროვან საჭიროებათა კვალობაზე კვლევა დიდი ხანია ინდივიდუალიზმის ფარგლებს გასცდა და დარგებისა თუ სფეროების კომპლექსურობის, ურთიერთ კოორდინირებული შესწავლის ამოცანის წინაშე დადგა. შესაბამისად, გაუს კვლევითი სტრატეგია არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენებისათვის, ამ მიმართებით, მით უფრო ორიენტირებულია ძალთა და შესაძლებლობათა გაერთიანებისაკენ, რათა მკვლევარებს, სტრუქტურულ ერთეულებს კომფორტული, ხოლო საზოგადოებას მხარდამჭერი კვლევითი მიდგ...

თანამედროვეობის რთულ და მრავალფეროვან საჭიროებათა კვალობაზე კვლევა დიდი ხანია ინდივიდუალიზმის ფარგლებს გასცდა და დარგებისა თუ სფეროების კომპლექსურობის, ურთიერთ კოორდინირებული შესწავლის ამოცანის წინაშე დადგა. შესაბამისად, გაუს კვლევითი სტრატეგია არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენებისათვის, ამ მიმართებით, მით უფრო ორიენტირებულია ძალთა და შესაძლებლობათა გაერთიანებისაკენ, რათა მკვლევარებს, სტრუქტურულ ერთეულებს კომფორტული, ხოლო საზოგადოებას მხარდამჭერი კვლევითი მიდგომები შესთავაზოს. 

ჩვენ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ უნივერსიტეტი დღეს იმყოფება კვლევითი საქმიანობის განახლებული ხედვების, განახლებული ინსტიტუციური ორგანიზების და მოდერნიზაციის ეტაპზე, მეტი საზოგადოებრივი საჭიროებებისათვის. ამისთვის, შიდა და გარე რესურსის მობილიზების გზით ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ხელი შევუწყოთ და ვაწარმოოთ ისეთი კვლევითი და ინოვაციური საქმიანობა, რომლითაც ჩვენს წვლილს შევიტანთ საზოგადოების მხარდაჭერასა და განვითარებაში. ეს ჩვენის ღრმა რწმენით ქმნის მეტ შესაძლებლობებს კვლევისა და სწავლების მეტი ინტეგრირებისათვის, ხოლო ეს უკანასკნელი მძლავრი იარაღია ოდენ ბაზარზე სწორებისა და ოდენ ტექნიკური განათლების სწრაფვის წინააღმდეგ. გაუს კვლევითი საქმიანობის, მისი შედეგების და ზოგადად მეცნიერების პოპულარიზაცია უნივერსიტეტის და უპირატესად, კვლევის განმახორციელებელი სუბიექტებს, პირველ რიგში შესაბამისი სკოლების, ჩვენი აკადემიური სამეცნიერო კადრის საქმეა მათი ნებისმიერი საზოგადო, საჯარო ხელმისაწვდომობის გზით. 

უნივერსიტეტი ზოგადად და ცალკეული სკოლა კონკრეტულად აღნიშნულს მიზნად ისახავს როგორც მათი კულტურულ-სოციალური ამოცანა და ფუნქცია. უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის მაგისტრალური ხაზია ხარისხის განვითარება და ამ ფონზე აკადემიური თავისუფლების შენარჩუნების პირობებში კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა და ეფექტიანი მენეჯმენტი. გვჯერა, ასე ჩვენ შევქმნით ყველასთვის უკეთეს მომავალს.

პროფ. ზაზა რუხაძე
ვიცე-პრეზიდენტი სასწავლო-სამეცნიერო და ხარისხის უზრუნველყოფის დარგში

კვლევის განვითარების და ხელშეწყობის სამსახური

GAU-ს კვლევის განვითარების და ხელშეწყობის სამსახურის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სკოლებსა და თანამშრომლებს კვლევისა და სამეცნიერო საქმიანობის წარმოებისათვის შესაბამისი რესურსების მოპოვებაში და იზრუნოს უნივერსიტეტში კვლევითი, სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა