ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საინფორმაციო-სარეკლამო კამპანია!
ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2024
ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, ტურიზმის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად მზარდი ინდუსტრიის გაძლიერებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო.
კერძო სექტორის და უცხოელი პარტნიორების ჩართულობით იქმნება შემდეგი სასწავლო კურსები:
- სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი)
- სტრატეგიული ბრენდინგის და ტურიზმის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი (თბილისი)
- ტურ-ოპერირების და MICE ტურიზმის სასერტიფიკაციო კურსი (თბილისი)
- ღვინის ტურიზმის (ენოტურიზმის) სასერტიფიკატო კურსი (თბილისი, თელავი)
პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები უკვე ჩატარდა ქუთაისში, ბათუმსა და თელავში, სადაც ხელი მოეწერა პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს. (30.05-07.06.24)