სიახლეები და ღონისძიებები

GAU საერთაშორისო ორგანიზაცია EAIE განათლების გამოფენა-კონფერენციაზე, შვეიცარიაში

GAU საერთაშორისო ორგანიზაცია EAIE განათლების გამოფენა-კონფერენციაზე, შვეიცარიაში

პარასკევი, 14 სექტემბერი, 2018

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)  წელს წარმოდგენილი იყო საერთაშორისო ორგანიზაცია European Association for International Education-ის (EAIE) განათლების გამოფენა-კონფერენციაზე. 11 და 14 სექტემბერს (2018) განათლების გამოფენა შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში ჩატარდა.

 მონაწილეობდნენ მსოფლიოს 5000 განთლების სფეროს, კერძოდ კი უმაღლესი განათლების წარმომადგენლები. Study in Georgia-ს სტენდზე GAU წარმოდგენილი იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და Erasmus+ საქართველოს ეროვნულ ოფისთან ერთად.

 პროექტის მიზანია თანამედროვე უმაღლესი განათლების გამოწვევებისთვის მომზადება, ტრენინგების ჩატარება, ინფორმაციის გაცვლა, უნივერსიტეტების გაცნობა, სოციალიზაცია, Erasmus+ პროგრამის კიდევ უფრო პოპულარიზაცია.

 GAU-სა და ბევრ ახალ ევროპის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რის შედეგადაც დაგვემატება გაცვლითი პროგრამები, საერთო საგრანტო პროექტები და ა.შ.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა