New-York DC International MUN Conference!

ოთხშაბათი, 06 დეკემბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაეროს მოდელირების საერთაშორისო ასოციაციასთან ვაგრძელებთ პარტნიორობას და 2024 წლის მარტში, ნიუ-იორკში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო მოდელრიებაზე საქართველოს დელეგაციაში მონაწილეობის შესაძლებლობას გთავაზობთ.

კონფერენცია ნიუ-იორკში თავს მოუყრის 5 ათასამდე სტუდენტს და ახალგაზრდა ლიდერს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტებიდან.

ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა თქვენთვის, გაიფართოვოთ პროფესიული კავშირები მთელს მსოფლიოში, გაიცნოთ ახალაგზრდა ლიდერები პლანეტის სხვადასვხა წერტილიდან, შეიძინოთ დიპლომატიისა და პოლიტიკის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

პროექტი მოიცავს გაეროს მოდელირების ფორმატს - საერთაშორისო კონფერენციას და ასევე ვიზიტებს დიპლომატიურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ა.შ.შ-ს ეროვნულ მუზეუმებისა სხვა ისტორიულ კულტურული ადგილების მონახულებას

ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა ლიდერებს, მათ ვისაც გაქვთ ხედვა და მოტივაცია შეცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ, მათ ვისაც გაქვთ სათქმელი და ვინც მზად ხართ იკამათოთ, იდისკუსიოთ ახალგაზრდა ლიდერებთან მთელი მსოფლიოდან და ეძიოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც გასნაზღვრავენ უკეთს მომავალს.

გვჯერა,რომ გადაწყვეტილებები განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებას და პროფესიულ წარმატებას, ამიტომ:

  •  ᲩᲐᲔᲠᲗᲔ მსოფლიო უმაღლესი კლასის გაეროს სიმულაციაში, კომიტეტების მუშაობასა და რეზოლუციების შემუშავებაში გლობალური პრობლემების გარშემო
  • ᲨᲔᲮᲕᲓᲘ თანატოლებს მსოფლიოს წამყვანი კოლეჯებიდან და უნივერსიტეტებიდან, მომავლის ლიდერების ახალ თაობას;
  • ᲒᲐᲜᲘᲕᲘᲗᲐᲠᲔ გლობალური ლიდერობის, მოლაპარაკებების, საჯაროდ გამოსვლის, დებატებისა და ნეთვორქინგის უნარები;
  • ᲔᲡᲢᲣᲛᲠᲔ გაეროს შტაბ-ბინას ნიუ-იორკში;
  • ᲐᲦᲛᲝᲐᲩᲘᲜᲔ ნიუ-იორკის ცხოვრების სტილი, მსოფლიო კლასის მუზეუმები, არქიტექტურა და ქალაქის დინამიკა;

კონფერენციაში გაუსთან ერთდ, მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყნიდან ყველაზე პრესტიჟული კოლეჯები და უნივერსიტეტები.

კონფერენციის დასკვნითი ნაწილი, გენერალური ასამბლეა გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართება.

მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის, მოქმედებს სპეციალური პირობები. ყველა სხვა სტუდენტისთვის პროგრამის ღირებულება შეადგენს 3500$ (GAU-ს სტუდენტები 2900$).

ღირებულება მოიცავს სრულ პაკეტს პროექტის ფარგლებში, გარდა ავია ბილეთისა და სავიზო მომსახურებისა:
• პროგრამის აკადემიურ ნაწილს და ყველა საჭირო ტექნიკურ მატერიალს;
• ცხოვრებას სასტუმროში 5 ღამის/6 დღე განმავლობაში;
• წინამოსამზადებელ ვორქშოპებს საქართველოში;
• ხელმძღვანელების თანხლებას კონფერენციის ფარგლებში;
• აეროპორტის ტრანსფერს;
• ინგლისურენოვან სერტიფიკატს;
• თანხა არ ფარავს ავია-ბილეთის საფასურს;
• თანხა არ ფარავს სავიზო მოსაკრებლისა და მომსახურების საფასურს;

GAU-ს სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა შეავსონ საინფორმაციო ფორმა. სტუდენტების შერჩევა მოხდება სკოლის დეკანების მიერ.
რეგისტრაცია მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის: https://bit.ly/3jAZ6MZ

ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გაივლის სპეციალურ შესარჩევ პროცედურებს.
რეგისტრაცია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის:  https://bit.ly/3iXovzT

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა