ბიზნესის ადმინისტრირება

ბიზნესის სკოლა

ბიზნესის ადმინისტრირება

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა საბაკალავრო საფეხურზე გთავაზობთ ოთხ პროგრამას, რაც აპლიკანტს აძლევს საშუალებას აირჩიოს თავისთვის ხელსაყრელი სწავლების ენა და ხანგრძლივობა.

GAU გთავაზობთ ბიზნეს ადმინისტრირების ოთხწლიან და სამწლიან პროგრამებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. კერძოდ:

პროგრამები უნიკალურია საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში!

პროგრამები წარმოადგენენ ბიზნეს ადმინისტრირებისა და მონაცემთა მეცნიერების შერწყმას. მიღებული ცოდნა იძლევა პრაქტიკული ამოცანების ფართო სპექტრის ეფექტურად გადაჭრის შესაძლებლობას.

პროგრამის რეალიზება ხდება შემდეგნაირად:

  • პროგრამები სტრუქტურულად იყოფა ორ ნაწილად: აუცილებელ და არჩევით კურსებად.

აუცილებელი კურსების გავლის შემდეგ სტუდენტი თავისუფალია სასწავლო საგნების არჩევაში ნებისმიერი მიმართულებიდან:

  • ფინანსები
  • მენეჯმენტი
  • მარკეტინგი
  • ბუღალტერია და აუდიტი

 GAU- ბიზნესის სკოლას მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ბუღალტერთა პროფესიული ასოციაციის ACCA - (Association of Chartered Certified Accountants) აკრედიტაცია ჩამოთვლილ 4 საგანში მიენიჭა:

FA – Financial Accounting

MA – Management Accounting

FR – Financial Reporting

AA – Audit and Assurance

ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი, 240 კრედიტი) - Business Administration (Georgian, 240 Credits)

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელიც უნივერსიტეტში სწავლის უფლებას მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობი შესაბამისად და ჩაბარებული ექნება გამოცდა ინგლისურ ენაში, ამასთან საბაკალავრო პროგრამაზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა უნდა მიიღოს ინგლისური ენის  გამოცდაში (ერთიანი ეროვნული გამოცდებზე) ნედლი ქულის არანაკლებ 40%.

ერთიანი ეროვნული გამოცდის გარეშე ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლის შემთხვევებში. ერთიანი ეროვნული გამოცდის გარეშე ჩარიცხვის მსურველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს ინგლისური ენის ცოდნას B1 დონეზე. სერთიფიკატი არ ესაჭიროებათ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც საშუალო განათლება მიღებული ექნებათ ინგლისურ ენაზე.

ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი, 240 კრედიტი) Business Administration (English, 240 Credits)

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელიც უნივერსიტეტში სწავლის უფლებას მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ჩაბარებული ექნება გამოცდა ინგლისურ ენაში, ამასთან საბაკალავრო პროგრამაზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა უნდა მიიღოს ინგლისური ენის  გამოცდაში (ერთიანი ეროვნული გამოცდებზე) ნედლი ქულის არანაკლებ 70%.

ერთიანი ეროვნული გამოცდის გარეშე ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლის შემთხვევებში. ერთიანი ეროვნული გამოცდის გარეშე ჩარიცხვის მსურველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს ინგლისური ენის ცოდნას B1 დონეზე. სერთიფიკატი არ ესაჭიროებათ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც საშუალო განათლება მიღებული ექნებათ ინგლისურ ენაზე.

ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი, 180 კრედიტი) - Business Administration (Georgian, 180 Credits)

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელიც უნივერსიტეტში სწავლის უფლებას მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობი შესაბამისად და ჩაბარებული ექნება გამოცდა ინგლისურ ენაში, ამასთან საბაკალავრო პროგრამაზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა უნდა მიიღოს ინგლისური ენის  გამოცდაში (ერთიანი ეროვნული გამოცდებზე) ნედლი ქულის არანაკლებ 40%.

ერთიანი ეროვნული გამოცდის გარეშე ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლის შემთხვევებში. ერთიანი ეროვნული გამოცდის გარეშე ჩარიცხვის მსურველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს ინგლისური ენის ცოდნას B1 დონეზე. სერთიფიკატი არ ესაჭიროებათ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც საშუალო განათლება მიღებული ექნებათ ინგლისურ ენაზე.

ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი, 180 კრედიტი) Business Administration (English, 180 Credits)

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელიც უნივერსიტეტში სწავლის უფლებას მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ჩაბარებული ექნება გამოცდა ინგლისურ ენაში, ამასთან საბაკალავრო პროგრამაზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა უნდა მიიღოს ინგლისური ენის  გამოცდაში (ერთიანი ეროვნული გამოცდებზე) ნედლი ქულის არანაკლებ 70%.

ერთიანი ეროვნული გამოცდის გარეშე ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლის შემთხვევებში. ერთიანი ეროვნული გამოცდის გარეშე ჩარიცხვის მსურველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს ინგლისური ენის ცოდნას B1 დონეზე. სერთიფიკატი არ ესაჭიროებათ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც საშუალო განათლება მიღებული ექნებათ ინგლისურ ენაზე.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: 
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.*

ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი, 240 კრედიტი) / Business Administration (240 Credits)

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა აგებულია ECTS სისტემის საფუძველზე. ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 (ECTS) კრედიტი. 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა შედგება ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსებისა (კომპონენტის) და თავისუფალი კომპონენტებისაგან.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 4 წელი, 8 სემესტრი.

წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე. ი. სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 (ECTS) კრედიტისა.

  • ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამის სავალდებულო სასწავლო კურსებში სტუდენტი აგროვებს 138 კრედიტს.
  • ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსებში  სტუდენტმა აგროვებს 36 კრედიტს
  • პრაქტიკული კომპონენტი (არჩევითი) - 6 კრედიტი: ძირითადი სწავლის სფეროს 36 არჩევითი კრედიტიდან 6 კრედიტი სტუდენტმა შეიძლება გამოიყენოს პრაქტიკისათვის. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ პრაქტიკას სტუდენტი გაივლის იმ დაწესებულებებში, რომლებთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი/ხელშეკრულება აქვს გაფორმებული უნივერსიტეტსა და ბიზნესის სკოლას. 
  • საბაკალავრო ნაშრომი (არჩევითი) – 12 კრედიტი: ძირითადი სწავლის სფეროს  36 არჩევითი კრედიტიდან 12 კრედიტი სტუდენტმა შეიძლება გამოიყენოს საბაკალავრო ნაშრომისათვის.
  • თავისუფალი კომპონენტის სავალდებულო სასწავლო კურსებში სტუდენტი აგროვებს 48 კრედიტს.
  • თავისუფალი კომპონენტის არჩევითი სასწავლო კურსებში (ნებისმიერი კურსი უნივერსიტეტში სხვა საბაკალავრო პროგრამიდან, პრაქტიკულ, კვლევით კომპონენტში) სტუდენტი აგროვებს 18 კრედიტს.

თავისუფალი კომპონენტის არჩევითი სასწავლო კურსების ნაცვლად სტუდენტს შეუძლია დააგროვოს 18  თავისუფალი კრედიტი - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის არჩევითი სასწავლო კურსებიდან (ძირითადი სწავლის სფერო, თავისუფალი კომპონენტი); ბიზნესის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან ან უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისური, 240 კრედიტი) / Business Administration (English, 240 Credits)

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა აგებულია ECTS სისტემის საფუძველზე. ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 (ECTS) კრედიტი. 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა შედგება ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსებისა (კომპონენტის) და თავისუფალი კომპონენტებისაგან.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 4 წელი, 8 სემესტრი.

წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე. ი. სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 (ECTS) კრედიტისა.

  • ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამის სავალდებულო სასწავლო კურსებში სტუდენტი აგროვებს 138 კრედიტს.
  • ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსებში  სტუდენტი აგროვებს 36 კრედიტს
  • პრაქტიკული კომპონენტი (არჩევითი) - 6 კრედიტი: ძირითადი სწავლის სფეროს 36 არჩევითი კრედიტიდან 6 კრედიტი სტუდენტმა შეიძლება გამოიყენოს პრაქტიკისათვის. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ პრაქტიკას სტუდენტი გაივლის იმ დაწესებულებებში, რომლებთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი/ხელშეკრულება აქვს გაფორმებული უნივერსიტეტსა და ბიზნესის სკოლას. 
  • საბაკალავრო ნაშრომი (არჩევითი) – 12 კრედიტი: ძირითადი სწავლის სფეროს  36 არჩევითი კრედიტიდან 12 კრედიტი სტუდენტმა შეიძლება გამოიყენოს საბაკალავრო ნაშრომისათვის.
  • თავისუფალი კომპონენტის სავალდებულო სასწავლო კურსებში სტუდენტი აგროვებს 48 კრედიტს.
  • თავისუფალი კომპონენტის არჩევითი სასწავლო კურსებში (ნებისმიერი კურსი უნივერსიტეტში სხვა საბაკალავრო პროგრამიდან, პრაქტიკულ, კვლევით კომპონენტში) სტუდენტი აგროვებს 18 კრედიტს.

თავისუფალი კომპონენტის არჩევითი სასწავლო კურსების ნაცვლად სტუდენტს შეუძლია დააგროვოს 18  თავისუფალი კრედიტი - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის არჩევითი სასწავლო კურსებიდან (ძირითადი სწავლის სფერო, თავისუფალი კომპონენტი); ბიზნესის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან ან უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი, 180 კრედიტი) Business Administration (180 Credits)

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა აგებულია ECTS სისტემის საფუძველზე. ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 180  (ECTS) კრედიტი. 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა შედგება ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსებისა (კომპონენტის) და თავისუფალი კომპონენტებისაგან.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 3 წელი, 6 სემესტრი.

წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე. ი. სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 (ECTS) კრედიტისა.

  • ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამის სავალდებულო სასწავლო კურსებში სტუდენტი აგროვებს 120 კრედიტს.
  • თავისუფალი კომპონენტის სავალდებულო სასწავლო კურსებში სტუდენტი აგროვებს 30 კრედიტს. სტუდენტმა შეიძლება აირჩიოს ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები პრაქტიკის, საბაკალავრო ნაშრომისა და თავისუფალი კრედიტების ნაცვლად (მაქსიმუმ 30 კრედიტი).
  • პრაქტიკული კომპონენტი (არჩევითი) - 6 კრედიტი: ძირითადი სწავლის სფეროს 36 არჩევითი კრედიტიდან 6 კრედიტი სტუდენტმა შეიძლება გამოიყენოს პრაქტიკისათვის. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ პრაქტიკას სტუდენტი გაივლის იმ დაწესებულებებში, რომლებთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი/ხელშეკრულება აქვს გაფორმებული უნივერსიტეტსა და ბიზნესის სკოლას.
  • საბაკალავრო ნაშრომი (არჩევითი) – 12 კრედიტი: ძირითადი სწავლის სფეროს  36 არჩევითი კრედიტიდან 12 კრედიტი სტუდენტმა შეიძლება გამოიყენოს საბაკალავრო ნაშრომისათვის.
  • თავისუფალი კომპონენტის არჩევითი სასწავლო კურსებში (ნებისმიერი კურსი უნივერსიტეტში სხვა საბაკალავრო პროგრამიდან, პრაქტიკულ, კვლევით კომპონენტში) სტუდენტი აგროვებს 12  კრედიტს.

თავისუფალი კომპონენტის არჩევითი სასწავლო კურსების ნაცვლად სტუდენტს შეუძლია დააგროვოს 12  თავისუფალი კრედიტი - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის არჩევითი სასწავლო კურსებიდან (ძირითადი სწავლის სფერო, თავისუფალი კომპონენტი); ბიზნესის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან ან უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისური, 180 კრედიტი) Business Administration (English, 180 Credits)

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა აგებულია ECTS სისტემის საფუძველზე. ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 180  (ECTS) კრედიტი. 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა შედგება ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსებისა (კომპონენტის) და თავისუფალი კომპონენტებისაგან.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 3 წელი, 6 სემესტრი.

წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე. ი. სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 (ECTS) კრედიტისა.

  • ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამის სავალდებულო სასწავლო კურსებში სტუდენტი აგროვებს 120 კრედიტს.
  • თავისუფალი კომპონენტის სავალდებულო სასწავლო კურსებში სტუდენტი აგროვებს 30 კრედიტს. სტუდენტმა შეიძლება აირჩიოს ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები პრაქტიკის, საბაკალავრო ნაშრომისა და თავისუფალი კრედიტების ნაცვლად (მაქსიმუმ 30 კრედიტი).
  • პრაქტიკული კომპონენტი (არჩევითი) - 6 კრედიტი: ძირითადი სწავლის სფეროს 36 არჩევითი კრედიტიდან 6 კრედიტი სტუდენტმა შეიძლება გამოიყენოს პრაქტიკისათვის. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ პრაქტიკას სტუდენტი გაივლის იმ დაწესებულებებში, რომლებთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი/ხელშეკრულება აქვს გაფორმებული უნივერსიტეტსა და ბიზნესის სკოლას. 
  • საბაკალავრო ნაშრომი (არჩევითი) – 12 კრედიტი: ძირითადი სწავლის სფეროს  30 არჩევითი კრედიტიდან 12 კრედიტი სტუდენტმა შეიძლება გამოიყენოს საბაკალავრო ნაშრომისათვის.
  • თავისუფალი კომპონენტის არჩევითი სასწავლო კურსებში (ნებისმიერი კურსი უნივერსიტეტში სხვა საბაკალავრო პროგრამიდან, პრაქტიკულ, კვლევით კომპონენტში) სტუდენტი აგროვებს 12  კრედიტს.

თავისუფალი კომპონენტის არჩევითი სასწავლო კურსების ნაცვლად სტუდენტს შეუძლია დააგროვოს 12  თავისუფალი კრედიტი - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის არჩევითი სასწავლო კურსებიდან (ძირითადი სწავლის სფერო, თავისუფალი კომპონენტი); ბიზნესის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან ან უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი, 240 კრედიტი) / Business Administration (240 Credits)

ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი, 240 კრედიტი) / Business Administration (240 Credits)

ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი, 180 კრედიტი) / Business Administration (240 Credits)

ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი, 180 კრედიტი) / Business Administration (240 Credits)

სწავლის საფასური 

GAU-ში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 3,600* ლარს. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი გადახდებით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.

*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის ყოველწლიური გადასახადი შეადგენს 3,600 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი*

დაფინანსება

1. TOP GRANT - სწავლის სრულად დაფინანსება 

აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯამური რეიტინგით საუკეთესო 1,000-ეულში მოხვდებიან და აირჩევენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს პირველ ადგილზე, GAU-ში ისწავლიან სრული დაფინანსებით საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული 240 კრედიტის ფარგლებში (რომელიმე საგნ(ებ)ის ხელმეორედ ან/და დამატებით არჩევის შეთხვევაში სტუდენტი დაფარავს შესაბამისი კრედიტების ღირებულებას).

TOPგრანტის მისაღებად საჭიროა:

  1. მონიშნოთ პირველ ადგილზე GAU-ს საბაკალავრო პროგრამა (120);
  2. მიიღოთ მაღალი შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და მოხვდეთ TOP 1,000 რეიტინგში;

2. დაფინანსება შიდა რეიტინგის (GPA) მიხედვით:
GAU-ს სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე (GPA) იღებენ ფასდაკლებას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით, რომელიც ვრცელდება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადზე.

3. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: ძირითად დარიცხულ თანხას გამოკლებული სახელმწიფო  სასწავლო გრანტი და დარჩენილ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (გარდა რეიტინგის ფასდაკლებისა) აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება - თანხით ყველაზე მაღალი;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (მათ შორის რეიტინგის ფასდაკლება) აკლდება რეიტინგის ფასდაკლებაც, მაგ: თუ სტუდენს ეკუთვნის 50%-იანი რეიტინგის ფასდაკლება და ასევე ერთი ოჯახის წევრების 20%-იანი ფასდაკლება, ძირითად დარიცხულ თანხას ვაკლებთ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ვაკლებთ 50% რეიტინგის ფასდაკლებას და ვაკლებთ დარჩენილი თანხის 20%-ს - ერთი ოჯახის წევრების ფასდაკლებას;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, მათ შორის თანხობრივი ფასდაკლება, პირველ რიგში აკლდება თანხობრივი და შემდეგ პროცენტული ფასდაკლება.*

სწავლის საფასური - 2024-2025 სასწავლო წელი

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 3,900* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი ოდენობით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.

*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის წლიური გადასახადი შეადგენს 3,900 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი.*

სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: ძირითად დარიცხულ თანხას გამოკლებული სახელმწიფო  სასწავლო გრანტი და დარჩენილ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება რომელიც გამოდის თანხით ყველაზე მაღალი;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ერთი ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით.*

სწავლის საფასური - 2024-2025 სასწავლო წელი

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 5,000 ლარი.

დაფინანსება - 2024-2025 სასწავლო წელი

1. დაფინანსება GAU-ს კურსდამთავრებული სტუდენტებისთვის :
თუ თქვენ GAU-ს საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული ხართ, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან მიიღებთ GAU გრანტს სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.

2. დაფინანსება GAU-ს თანამშრომლებისთვის:

GAU-ში დასაქმებულ პერსონალზე მქომედებს 50%-იანი დაფინანსება, სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.

3. დაფინანსება GAU-ს პროფესორებისთვის:

GAU-ს პროფესურასთვის მოქმედებს 20%-იანი დაფინანსება, სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.

4. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება რომელიც გამოდის თანხით ყველაზე მაღალი;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ერთი ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით.*

ბიზნესის ადმინისტრირება, მაგისტრატურა (120 კრედიტი);

ბიზნესის ადმინისტრირება (EMBA), მაგისტრატურა (60 კრედიტი);

მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებას უცხო ენაში (ინგლისური) და გასაუბრებას სპეციალობაში. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა გაიაროს  უცხო ენის (ინგლისური) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ტესტი.

პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება.

ბიზნესის ადმინისტრირება (EMBA), მაგისტრატურა (60 კრედიტი);

პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა და არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის/ადმინისტრირების სფეროში. აბიტურიენტი დაიშვება, თუ ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებას უცხო ენაში (ინგლისური) და გასაუბრებას სპეციალობაში. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა გაიაროს  უცხო ენის (ინგლისური) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ტესტი.

პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება.

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

სამაგისტრო ნაშრომი ფასდება სასწავლო კურსის შეფასების სისტემით.

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: 
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.*

2024 წლიდან GAU- ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაში სიახლეა!

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სკოლას სამაგისტრო საფეხურზე დაემატა სამი ახალი პროგრამა, რაც აპლიკანტს აძლევს საშუალებას აირჩიოს თავისთვის ხელსაყრელი სწავლების ენა და ხანგრძლივობა.

GAU გთავაზობთ ბიზნეს ადმინისტრირების ორწლიან და ერთწლიან პროგრამებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. კერძოდ:

ბიზნესის ადმინისტრირება, მაგისტრატურა (120 კრედიტი);

ბიზნესის ადმინისტრირება ინგლისურენოვანი, მაგისტრატურა (120 კრედიტი);

ბიზნესის ადმინისტრირება  (EMBA), მაგისტრატურა (60 კრედიტი);

ბიზნესის ადმინისტრირება ინგლისურენოვანი (EMBA), მაგისტრატურა (60 კრედიტი);

პროგრამები უნიკალურია საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში!

პროგრამები წარმოადგენენ ბიზნეს ადმინისტრირებისა და მონაცემთა მეცნიერების შერწყმას. მიღებული ცოდნა იძლევა პრაქტიკული ამოცანების ფართო სპექტრის ეფექტურად გადაჭრის შესაძლებლობას.

პროგრამის რეალიზება ხდება შემდეგნაირად:

პროგრამები სტრუქტურულად იყოფა ორ ნაწილად: აუცილებელ და არჩევით კურსებად.

აუცილებელი კურსების გავლის შემდეგ სტუდენტი თავისუფალია სასწავლო საგნების არჩევაში ნებისმიერი მიმართულებიდან:

ფინანსები

მენეჯმენტი

მარკეტინგი

მონაცემთა ანალიზი

ამ პროგრამის გავლის შედეგად, სტუდენტი აღიჭურვება შემდეგი უნარებით:

  • მიღებული ცოდნის და გამოცდილების გაცნობიერება/სისტემატიზაცია
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და დანერგვა
  • პრობლემის იდენტიფიცირება, ალტერნატივების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • მუდმივგანახლებადი სწავლა

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ძირითადად განკუთვნილია მათთვის ვინც:

  • საქმიანობს კერძო თუ სახელმწიფო სექტორში და სურს მიაღწიოს კარიერულ წინსვლას;
  • აქვს ან აპირებს საკუთარი ბიზნესის წამოწყებას და დაინტერესებულია შეიძინოს სპეფიციკური ცოდნა;
  • სურს შეიცვალოს პროფესია.

სკოლა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს ქვემოთ ჩამოთვლილი სამი სპეციალიზაციიდან აირჩიოს და ფოკუსირდეს ამავე მიმართულებაში:

  • მენეჯმენტი
  • მარკეტინგი
  • ფინანსები
  • მონაცემთა ანალიზი

პროგრამების დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში

ბიზნესის ადმინისტრირება, მაგისტრატურა (120 კრედიტი);

ბიზნესის ადმინისტრირება ინგლისურენოვანი, მაგისტრატურა (120 კრედიტი);

ბიზნესის ადმინისტრირება (EMBA), მაგისტრატურა (60 კრედიტი);

ბიზნესის ადმინისტრირება ინგლისურენოვანი (EMBA), მაგისტრატურა (60 კრედიტი);

ბიზნესის ადმინისტრირება, მაგისტრატურა (120 კრედიტი);

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს.

სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების  რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 75 კრედიტს.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა იყოფა შემდეგ კომპონენტებად: სასწავლო, პრაქტიკული, კვლევითი და თავისუფალი.

სასწავლო კომპონენტი არის სასწავლო ელემენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს მაგისტრანტის დარგობრივ დახელოვნებას, ხელს უწყობს მას და ამზადებს პრაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად.

სასწავლო კომპონენტში მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს 90 კრედიტი - აქედან, ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსები - 60 კრედიტი და სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები - 20 კრედიტი. 10 თავისუფალი კრედიტი მას შეუძლია დააგროვოს: იგივე შეთავაზებული არჩევით კურსებიდან; ბიზნესის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები შესაბამისად აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

პრაქტიკულ კომპონენტში მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს 10 კრედიტი:

სტუდენტმა პრაქტიკა უნდა გაიაროს, თუ არ არის დასაქმებული და მას შეუძლია გაიაროს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკა იმ დაწესებულებებში, რომლებთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული უნივერსიტეტსა და ბიზნესის სკოლას. თუ დასაქმებულია სპეციალობით, მაშინ უნდა წარმოადგინოს ცნობა სამუშაო ადგილიდან დაკავებული პოზიციისა და მოვალეობების აღწერის მითითებით. თუ სტუდენტს არ ეკუთვნის პრაქტიკის გავლა მან უნდა აირჩიოს შემოთავაზებული სასწავლო

სფეროს არჩევითი კურსები და დააგროვოს 10 კრედიტი.

კვლევით კომპონენტში მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს 20 კრედიტი:

სტუდენტს შეუძლია შეუდგეს სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას თუ მას გავლილი აქვს პროგრამით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო სასწავლო კურსი და დაგროვილი უნდა ჰქონდეს 70 ან მეტი კრედიტი.

სამაგისტრო ნაშრომის კვლევის საგანი უნდა მოიცავდეს საქართველოსა ან უცხოეთში მოქმედი ფირმებისა და ორგანიზაციების ბიზნეს პრობლემატიკის კვლევას, ითვალისწინებდეს ქართული ბიზნესის რეგულაციებს, საერთაშორისო რეგულაციების ადაპტაციას და ა.შ. და აგებული იყოს რეალურ მონაცემებზე, რაც ამზადებს მაგისტრატურის სტუდენტებს ბიზნეს სფეროში სამუშაოდ.

კვლევით კომპონენტთან დაკავშირებული დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) მაგისტრატურის დებულებაში.

სწავლების ენა

ქართული

ბიზნესის ადმინისტრირება ინგლისურენოვანი, მაგისტრატურა (120 კრედიტი); 

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს.

სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების  რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 75 კრედიტს.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა იყოფა შემდეგ კომპონენტებად: სასწავლო, პრაქტიკული, კვლევითი და თავისუფალი.

სასწავლო კომპონენტი არის სასწავლო ელემენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს მაგისტრანტის დარგობრივ დახელოვნებას, ხელს უწყობს მას და ამზადებს პრაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად.

სასწავლო კომპონენტში მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს 90 კრედიტი - აქედან, ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსები - 60 კრედიტი და სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები - 20 კრედიტი. 10 თავისუფალი კრედიტი მას შეუძლია დააგროვოს: იგივე შეთავაზებული არჩევით კურსებიდან; ბიზნესის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ

უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები შესაბამისად აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

პრაქტიკულ კომპონენტში მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს 10 კრედიტი:

სტუდენტმა პრაქტიკა უნდა გაიაროს, თუ არ არის დასაქმებული და მას შეუძლია გაიაროს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკა იმ დაწესებულებებში, რომლებთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული უნივერსიტეტსა და ბიზნესის სკოლას. თუ დასაქმებულია სპეციალობით, მაშინ უნდა წარმოადგინოს ცნობა სამუშაო ადგილიდან დაკავებული პოზიციისა და მოვალეობების აღწერის მითითებით. თუ სტუდენტს არ ეკუთვნის პრაქტიკის გავლა მან უნდა აირჩიოს შემოთავაზებული სასწავლო

სფეროს არჩევითი კურსები და დააგროვოს 10 კრედიტი.

კვლევით კომპონენტში მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს 20 კრედიტი:

სტუდენტს შეუძლია შეუდგეს სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას თუ მას გავლილი აქვს პროგრამით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო სასწავლო კურსი და დაგროვილი უნდა ჰქონდეს 70 ან მეტი კრედიტი.

სამაგისტრო ნაშრომის კვლევის საგანი უნდა მოიცავდეს საქართველოსა ან უცხოეთში მოქმედი ფირმებისა და ორგანიზაციების ბიზნეს პრობლემატიკის კვლევას, ითვალისწინებდეს ქართული ბიზნესის რეგულაციებს, საერთაშორისო რეგულაციების ადაპტაციას და ა.შ. და აგებული იყოს რეალურ მონაცემებზე, რაც ამზადებს მაგისტრატურის სტუდენტებს ბიზნეს სფეროში სამუშაოდ.

კვლევით კომპონენტთან დაკავშირებული დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) მაგისტრატურის დებულებაში.

სწავლების ენა

ინგლისური

ბიზნესის ადმინისტრირება  (EMBA), მაგისტრატურა (60 კრედიტი);

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა იყოფა შემდეგ კომპონენტებად: სასწავლო და კვლევითი

სასწავლო კომპონენტი არის სასწავლო ელემენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს მაგისტრანტის დარგობრივ დახელოვნებას, ხელს უწყობს მას და ამზადებს პრაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად.

სასწავლო კომპონენტში მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს 40 კრედიტი - აქედან, ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსები - 30 კრედიტი და სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები - 10 კრედიტი.

კვლევით კომპონენტში მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს 20 კრედიტი:

სტუდენტს შეუძლია შეუდგეს სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას თუ მას გავლილი აქვს პროგრამით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო სასწავლო კურსი და დაგროვილი უნდა ჰქონდეს 30 ან მეტი კრედიტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარია არქანია

მარია არქანია

ბიზნესის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო პროგრამა

(+995) 574 735 573
(+995 32) 220 65 20 (207)
mariaarkania@gau.edu.ge
ვერიკო ჯაფარიძე

ვერიკო ჯაფარიძე

ბიზნესის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო პროგრამა

(+995) 599 902 567
(+995 32) 220 65 20 (204)
verikojaparidze@gau.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

დინარა სხულუხია

დინარა სხულუხია

ბიზნესის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

(+995) 599 291 951
(+995 32) 220 65 20 (203)
dina@gau.edu.ge

დოქტორანტის მიერ შესაბამის სასწავლო კომპონენტში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კომპონენტის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კომპონენტის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

დოქტორანტის შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კომპონენტში დოქტორანტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა დოქტორანტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

დოქტორანტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

დისერტაციის შეფასება ხორციელდება იმავე ან მომდევნო სემესტრში, რომელშიც დოქტორანტი დაასრულებს მასზე მუშაობას. დისერტაცია, ფასდება ერთჯერადად (დასკვნითი შეფასებით).

დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომი ფასდება შეფასების შემდეგი სისტემის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი;
ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;
კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;
საშუალო (bene) – საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს;
დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს.

უარყოფითი შეფასებები:
არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი დონის ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს მასში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო;
სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.

ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.

არადამაკმაყოფილებელის (insufficient) მიღების შემთხვევაში დოქტორანტს უფლება ეძლევა ერთი წლის განმავლობაში წარადგინოს გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომი, ხოლო სრულიად არადამაკმაყოფილებელის (sub omni canone) მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.  

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ბიზნესის მიმართულებით სამეცნიერო კვლევა და პედაგოგიური საქმიანობა განახორციელონ საერთაშორისო, შედარებითი და ინტერდისციპლინარული უნარების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრის მეთვალყურეობის ქვეშ.

ბიზნესის სკოლა ხელს უწყობს სამეცნიერო პროექტების განხორციელებას და კვლევითი ცენტრების (ინსტიტუტების) ჩამოყალიბებას საკუთარი აკადემიური პერსონალისა და სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულების კვლევითი ინიციატივების წახალისების მიზნით.

ამჟამად, სკოლის ფარგლებში ფუნქციონირებს ბიზნესის კვლევების ცენტრი, რომელიც აწარმოებს სამეცნიერო კვლევებს ბიზნესის ადმინისტრირების ყველა მიმართულებით სახელდობრ: რაოდენობრივი და საერთაშორისო ფინანსების დარგში, პორტფელური და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების განხრით, აგრეთვე, მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროებში. ამ საკითხების საკვლევად ხშირად გამოიყენება ბიზნესის მოდელირების სტოქასტური მეთოდები და ფაზი (fuzzy - არამკაფიო) სიმრავლეებისა და ფაზი ლოგიკის მიდგომები. ცალკე მიმართულებას წარმოადგენს საფონდო ბირჟებთან დაკავშირებული საკითხების კვლევა.

პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა.

გაეცანით ბიზნესის სკოლის სადოქტორო ნაშრომებს.

სადოქტორო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 3 წელი, 6 სემესტრი. 

სადოქტორო პროგრამა იყოფა სასწავლო/თავისუფალ და სამეცნიერო-კვლევით კომპონენტებად.

სასწავლო კომპონენტი არის სასწავლო ელემენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას, ამზადებს მას სადისერტაციო ნაშრომის შესასრულებლად და მომავალი სამეცნიერო-კვლევითი ან/და პედაგოგიური საქმიანობისათვის.

სასწავლო კომპონენტში დოქტორანტი აგროვებს არა უმეტეს 60 კრედიტისა - აქედან, 30 სავალდებულოა, ხოლო შეთავაზებული არჩევითი/თავისუფალი სასწავლო კურსებიდან დოქტორანტი აგროვებს 30 კრედიტს, იმისდა მიხედვით რომელი უნარ-ჩვევის მეტად განვითარება უნდა. 

თავისუფალ კრედიტებს დოქტორანტი აგროვებს: 

  • არჩევითი სასწავლო კომპონენტის ნაცვლად ბიზნესის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; 
  • საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; 
  • უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

საქართველოს მოქალაქისთვის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა მაგისტრის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციისა და უცხო ენის (ინგლისური) ფლობა მინიმუმ B2 დონეზე;

უცხო ენის ცოდნის დონის გამოსავლენად აპლიკანტი აბარებს ტესტირებას დროებით საფაკულტეტო კომისიასთან; პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი ან/და მეორე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება.

აპლიკანტი გასაუბრებას გადის ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოსთან.  

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

ბიზნესის სკოლის სადოქტორო ნაშრომები:

1. თამაზ უზუნაშვილი - პროექტების რეალური ოფციონების ფასდადება რობასტული საშუალო კვადრატული ჰეჯირებით, 2013

2. ნიკოლოზ გეგუჩაძე - ორგანიზაციის ფინანსური ანალიზი და მისი გაკოტრების რისკის შეფასება, 2016

3. ირაკლი ჭელიძე - საკრედიტო რისკის შეფასების თანამედროვე მეთოდები, 2018

4. ნინო მენაბდე - ბიზნეს სუბიექტის ზოგიერთი ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების კვლევა (პროგნოზირება და მოდელირება თანამედროვე მეთოდებით), 2018

5. ცოტნე კუტალია - ორმხრივი ტარიფების გავლენა ვალუტის გაცვლით კურსზე და ეფექტური პორტფელების დახასიათება, 2020

6. თინათინ ზერაგია - ორგანიზაციული ტალანტის მართვა საქმიანობის შესრულების გასაუმჯობელებლად, 2021

7. ირინა ხეჩოშვილი - ორგანიზაციული კულტურის როლი თანამშრომელთა სამუშაოში  ჩართულობის განვითარებისათვის, 2021

8. თამარ კვირიკაშვილი - ორგანიზაციული ტრიგერები მომსახურების სფეროს თანამშრომელთა საქმიანობის მართვაში, 2022

9. სალომე ჩხეიძე - დემინგის ციკლი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტეგრირებული მენეჯმენტისათვის, 2023

10. ელენე კიღურაძე - ხარისხისა და უსაფრთხოების როლი კომპანიაში ადამიანთა კაპიტალის შექმნისას, 2023

11. დავით პაპუაშვილი - კიბერრისკები და შიდა კონტროლის მექანიზმები ფინანსურ სისტემაში, 2023

12. სალომე კეკელიძე - მენეჯმენტის ფილოსოფია ადამიანური რესურსების განვითარების პროგრამებში, 2023

13. ქეთევან კიღურაძე - ლიდერობის ძალის სიმბოლური ასპექტები მაღალი ხარისხის სამუშაო გარემოს განვითარებაში, 2023

14. ნინო ფანცულაია - ინტელექტუალური კაპიტალის განვითარების ფაქტორები საერთაშორისო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2024

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა