ანაფილაქსიური რეაქციის მართვის სასერტიფიკატო კურსი
კურსი: ანაფილაქსიური რეაქციის მართვის სასერტიფიკატო კურსი
სწავლების ენა: ქართული /ინგლისური
ხანგძლივობა: 4 სთ
სამიზნე ჯგუფი: სამედიცინო პერსონალი - ექიმები, ექთნები, პარამედიკოსები; სამედიცინო მიმართულების სტუდენტები; ნებისმიერი დაინტერესებული პირი.
მიზანი:
ანაფილაქსიური რეაქციის მართვა სასწრაფო, გადაუდებელი და რეანიმაციული მიმართულების კურსია. სასწავლო პროგრამის მიზანია მსმენელებს/სტუდენტებს შეასწავლოს ანაფილაქსიური რეაქციის არსი, ანაფილაქსიური რეაქციის დროული ამოცნობა და მართვა. მედიკამენტოზური ჩარევა - განზავება და დოზირება დაზარალებულისათვის მაქსიმალურად კეთილსაიმედო შედეგის მისაღწევად.
სასწავლო პროგრამა მოიცავს:
- ანაფილაქსიური რეაქციის არსი, თუ რას წარმოადგენს ანაფილაქსიური რეაქცია
- ანაფილაქსიური რეაქციის სტატისტიკური მონაცემები
- როგორ ავირიდოთ ანაფილაქსიური რეაქცია
- ალერგიული სინჯი
- როგორ ამოვიცნოთ ანაფილაქსიური რეაქცია
- ანაფილაქსიური რეაქციის მართვა (სრული ალგორითმი)
- ინტრავენური ინექციის ტექნიკა
- ეპინეფრინის განზავება
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს/სტუდენტს ექნება ფუნდამენტური ცოდნა ანაფილაქსიური რეაქციის და მისი მართვის პრაქტიკული უნარები ანაფილაქსიური რეაქციის დროს დაზარალებულის დასახმარებლად.
სარეგისტრააციო ფორმა: https://bit.ly/3bXmdgZ
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელები/სტუდენტები მიიღებენ ორენოვან (ქართული /ინგლისური) სერტიფიკატებს.