დახვეწილი კარდიოვასკულარული დახმარება - Advanced Cardiovascular Life Support (ACLS)
კურსი: დახვეწილი კარდიოვასკულარული დახმარება - Advanced Cardiovascular Life Support (ACLS)
(ACLS პროვაიდერი კურსი)
სწავლების ენა: ქართული /ინგლისური
ხანგრძლივობა: 16 სთ (2 დღე)
სამიზნე ჯგუფი: სამედიცინო პერსონალი - ექიმები, ექთნები, პარამედიკოსები; სამედიცინო მიმართულების სტუდენტები.
მიზანი: დახვეწილი კარდიოვასკულარული დახმარება - Advanced Cardiovascular Life Support (ACLS) სასწრაფო, რეანიმაციულ ღონისძიებათა დახვეწილი კურსია. სასწავლო პროგრამის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს დახვეწილი კარდიოვასკულარული დახმარების ალგორითმის საფეხურები. გულის უეცარი გაჩერების დროს საშოკე და არასაშოკე რითმების ამოცნობა და შესაბამისი ალგორითმების გამოყენება თითოეულის გამოვლენის შემთხვევაში. ასევე, მაღალეფექტური გუნდური მიდგომით დაზარალებულისათვის მაქსიმალურად კეთილსაიმედო შედეგის მიღწევა სამედიცინო დაწესებულების შიგნით და გარეთ.
სასწავლო პროგრამა მოიცავს:
- პირველადი და მეორადი შეფასების თანმიმდევრული გამოყენება ზრდასრული პაციენტების სისტემური შეფასებისთვის.
- დროული და მაღალი ხარისხის BLS შესრულება, პრიორიტეტულად გულმკერდის ადრეული კომპრესიების დაწყება და ავტომატიზირებული გარეგანი დეფიბრილატორის (AED) ადრეული ინტეგრირება.
- სუნთქვის გაჩერების ადრეული ამოცნობა და მართვა.
- მწვავე კორონარულის სინდრომის ACS და ინსულტის ადრეული ამოცნობა და მართვა.
- ბრადიარითმიებისა და ტაქიარითმიების, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება ან გაართულოს რეანიმაციის შედეგები, ამოცნობა და ადრეული მართვა.
- გულის გაჩერების დროული და ადექტვატური მართვა რეანიმაციის შეწყვეტამდე ან მართვის მიდგომის შეცვლამდე, პოსტ – გულის გაჩერების მენეჯმენტი.
- ეფექტური კომუნიკაციის მოდელირება, როგორც მაღალი ხარისხის გუნდის წევრი ან ლიდერი.
- რეანიმაციულ ღონისძიებათა შეფასება გულის გაჩერების დროს CPR-ის ხარისხის უწყვეტი შეფასებით, პაციენტის ფიზიოლოგიური რეაგირების მონიტორინგით და გუნდისათვის რეალურ დროში უკუკავშირის მიწოდებით.
- გუნდურად მუშაობის საერთო გავლენა გუნდის მაღალეფექტურ მუშაობაზე და გამოსავალზე.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ექნება ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) 2020 წლის ACLS - ის გაიდლაინების ფუნდამენტური ცოდნა და პრაქტიკული უნარები გულის გაჩერების დროს დაზარალებულისათვის დახვეწილი კარდიოვასკულარული დახმარების გასაწევად.
ACLS მიენიჭა 12 უპგ ქულა.
ჩატარების თარიღი და დრო: 7-8 ივნისი, დასაწყისი - 10 საათი.
ACLS მიენიჭა 12 უპგ ქულა.
რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე - https://cutt.ly/qEY3R8e
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელები მიიღებენ ამერიკის გულის ასოციაციის AHA 2020 ACLS პროვაიდერის საერთაშორისო სერტიფიკატებს.