სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (BLS)
კურსი: სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (BLS)
სწავლების ენა: ქართული /ინგლისური
ხანგძლივობა: 8 სთ (1 დღე)
სამიზნე ჯგუფი: სამედიცინო პერსონალი - ექიმები, ექთნები პარამედიკოსები; სამედიცინო მიმართულების სტუდენტები; არასამედიცინო პერსონალი;
მიზანი: სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (Basic Life Support, BLS) სასწრაფო, გადაუდებელი და რეანიმაციული მიმართულების საბაზისო კურსია. სასწავლო პროგრამის მიზანია მსმენელებს/სტუდენტებს შეასწავლოს სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური საფეხურები მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში. გულის უეცარი გაჩერების დროს მაღალეფექტური მიდგომით დაზარალებულისათვის მაქსიმალურად კეთილსაიმედო შედეგის მიღწევა როგორც ჰოსპიტალში, ასევე ჰოსპიტლის გარეთ.
სასწავლო პროგრამა მოიცავს:
- გულის გაჩერების ამოცნობას;
- სასიცოცხლო გადარჩენის ბაზისური ალგორითმს 2020 წელს განახლებული ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) გაიდლაინის მიხედვით;
- სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვს მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში;
- ერთი მაშველის მიერ გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) განხორცილებას მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში;
- ორი და მეტი მაშველის მიერ გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) განხორცილებას მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში;
- ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენებას;
- ხელოვნური სუნთქვის ტექნიკას პარკ-სარქვლოვანი ტომრისა და ნიღბის გამოყენებით;
- დამხმარე სუთქვის ჩატარებას მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში;
- პირველად დახმარებას და რეანიმაციულ ღონისძიებებს უცხო სხეულის გადაცდენის დროს მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში;
- გუნდური მუშაობის პრინციპებს მაღალი ეფექტურობის გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) განხორციელების დროს;
- გულმკერდის კომპრესიის ფრაქცია (CCF) გამოთვლას დაზარალებულისათვის მაქსიმალურად კეთილსაიმედო შედეგის მისაღწევად;
- კურსის გავლის შემდეგ მსმენელს/სტუდენტს ექნება ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) 2020 წლის გაიდლაინის ფუნდამენტური ცოდნა და პრაკტიკული უნარები გულის გაჩერების დროს დაზარალებულის დასახმარებლად.
კურსი ჩატარდება: 20 ივლისს, 11:00 საათი (2024)
რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე - https://cutt.ly/qEY3R8e
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელები/სტუდენტები მიიღებენ ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) სერტიფიკატებს.