ბიზნესის ადმინისტრირება

ბიზნესის სკოლა

ბიზნესის ადმინისტრირება

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა შექმნილია საუკეთესო პრაქტიკის და ბიზნეს გარემოს რეალიზების გათვალისწინებით. პროგრამა და სწავლების მეთოდიკა არის დინამიური და სრულად პასუხობს ზოგად განვითარების ტენდენციებსა და ტექნოლოგიურ პროგრესს. GAU-ს ბიზნესის სკოლასა და აშშ-ს წამყვან უნიერსიტეტებთან მჭიდრო კავშირმა ცხადყო, რომ პროგრამა სრულ შესაბამისობაშია ამერიკის უნივერსიტეტების სათანადო პროგრამებთან. პროგრამა საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულს იყოს კონკურენტუნარიანი და განვითარებაზე ორიენტირებული.

ბიზნესის სკოლის უმთავრესი ამოცანაა იზრუნოს სტუდენტების დასაქმებაზე. ამასთან, უზრუნველყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის მოქნილი აკადემიური კალენდარი, რაც მისცემს მათ შესაძლებლობას ერთმანეთთან შეათავსონ  სწავლა და მუშაობა.


2020 წლიდან GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაში სიახლეა! 

პროგრამა, რომელიც თანამედროვე ტრენდების შესაბამისად დაიხვეწა, სქემატურად ასე გამოიყურება:

ბიზნესის ადმინისტრირების ფუნდამენტალური დარგებს (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი) ემატება თანამედროვე დასაქმების ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი - ბიზნესის ანალიტიკა (რიცხვითი შედეგების მიღება კომპიუტერული ტექნოლოგიების  გამოყენებით ფინანსებში, მარკეტინგსა და მენეჯმენტში)

პროგრამა ადვილად ასათვისებელი და საინტერესოა ნებისმიერი აბიტურიენტისთვის და არ საჭიროებს რთულ მათემატიკურ აპარატს. მის ერთადერთ იარაღს წარმოადგენს კომპიუტერი, აღჭურვილი იმ უმარტივესი ფუნქციებით, რომლებიც კარგად ნაცნობია აბიტურენტებისთვის, სმარტფონებისა და სხვა გაჯეტების გამოყენების უდიდესი პრაქტიკიდან გამომდინარე.

კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება საოცარ შედეგებს გვაძლევს: სტანდარტული თეორიები, რომლებიც თვისობრივად აღწერს ბიზნესს, მდიდრდება რაოდენობრივი, რიცხვებში გამოსახული შედეგებით და ამ თეორიების პრაქტიკაში გამოყენების ფართო შესაძლებლობას იძლევა. ამასთან ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ რიცხვებში გამოსახული შედეგები მიიღება, არა მარტო ფინანსებში, არამედ ისეთ, ერთი შეხედვით „ჰუმანიტარულ“ სფეროებში, როგორებიცაა მარკეტინგი და მენეჯმენტი.

საქართველოში პროგრამა უნიკალურია და ხორციელდება მხოლოდ „GAU”-ში!

უდიდესი საერთაშორისოდ აღიარებული აქტუალურობის გამო, პროგრამა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა მაქსიმალურ დასაქმებას.


GAU-ს ბიზნესის სკოლაში  სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა ქვემოთ ჩამოთვლილი ოთხი სპეციალიზაციიდან აირჩიოს ერთ-ერთი:

  • მენეჯმენტი და კომპიუტერული ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი და კომპუტერული ტექნოლოგიები
  • ფინანსები და კომპიუტერული ტექნოლოგიები
  • რაოდენობრივი ფინანსები (QUANTS)


პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა.

მარკეტერის სტატია ბიზნესის სკოლის სიახლის შესახებ.


ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მიზანი შეესაბამება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მისიას და გულისხმობს:

  • ჩამოაყალიბოს მაღალი აკადემიური და ეთიკური სტანდარტების შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ეფექტურად იმუშავებს ბიზნესის სფეროში და უზრუნველყოფს თანამედროვე მეთოდების დანერგვას;
  • შექმნას პირობები იმისათვის, რომ სტუდენტებმა გამოავლინონ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმუმი და მიღებული ცოდნის საფუძველზე შეიტანონ წვლილი სფეროს განვითარებაში;
  • პროფესიული ინგლისური ენის აქტიური სწავლების საფუძველზე სტუდენტებმა სრულყონ ბიზნესში ოპერირებისთვის საჭირო საერთაშორისო საკომუნიკაციო ენა.

ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელიც უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე და, თანახმად საქართველოს კანონმდებლობისა, საქართველოს მოქალაქეებს და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ექვივალენტი უცხოეთში.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (უსდ-ს სარეგისტრაციო კოდი: 120) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა უნდა იცოდეს უცხო ენა (ინგლისური) B1 დონეზე და ერთიანი ეროვნული გამოცდებზე უცხო ენის გამოცდაზე ჩააბაროს ინგლისური ენა. ხოლო ეროვნული გამოცდის გარეშე ჩარიცხულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ საბუთები/სერთიფიკატი რომლებიც ადასტურებენ ინგლისური ენის ცოდნას B1 დონეზე.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: 
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.*

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს.

სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 75 კრედიტს.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა იყოფა შემდეგ კომპონენტებად: სასწავლო, პრაქტიკული და თავისუფალი.

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სასწავლო კომპონენტი იყოფა ორ ნაწილად: სავალდებულო და არჩევითი/თავისუფალი.

სავალდებულო ნაწილში ბაკალავრმა უნდა დააგროვოს 192 კრედიტი. საუნივერსიტეტო საგნებიდან სტუდენტმა უნდა აირჩიოს 12 კრედიტი.

შეთავაზებული არჩევითი სასწავლო კონცენტრაციებიდან ბაკალავრმა უნდა აირჩიოს ან ერთერთი კონცენტრაცია ან ნებისმიერი საგანი სხვადასხვა კონცენტრაციებიდან სულ 18 კრედიტი. 18  თავისუფალი კრედიტი სტუდენტს შეუძლია დააგროვოს - ნებისმიერი სასწავლო კონცენტრაციის საგნებიდან; ბიზნესის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები შესაბამისად აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. 18 თავისუფალი კრედიტიდან 6 კრედიტი სტუდენტმა შეიძლება გამოიყენოს პრაქტიკისათვის.

პრაქტიკული კომპონენტი (არჩევითი) - 6 კრედიტი:

სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ პრაქტიკას სტუდენტი გაივლის იმ დაწესებულებებში, რომლებთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული უნივერსიტეტსა და ბიზნესის სკოლას.

საბაკალავრო ნაშრომი (არჩევითი) – 12 კრედიტი:

სტუდენტს შეუძლია გამოიყენოს თავისუფალი კრედიტები საბაკალავრო ნაშრომისათვის.


ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

სწავლის საფასური - 2019-2020 სასწავლო წელი

GAU-ში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 5,900* ლარს. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი გადახდებით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.

*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის ყოველწლიური გადასახადი შეადგენს 5,900 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი*


დაფინანსება - 2019-2020 სასწავლო წელი

1. GAUგრანტი:
სახელწიფო გრანტების გარდა, მოქმედებს შიდა გრანტების სისტემა, რომელიც ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში: 

  • იმისათვის, რომ მიიღოთ GAUგრანტი 1,400 ლარის ოდენობთ, GAU უნდა შემოხაზოთ პირველ ადგილზე;
  • იმისათვის, რომ მიიღოთ GAUგრანტი 1,000 ლარის ოდენობთ, GAU უნდა შემოხაზოთ მეორე ადგილზე.

2. დაფინანსება შიდა რეიტინგის (GPA) მიხედვით:
GAU-ს სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე (GPA) იღებენ ფასდაკლებას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით, რომელიც ვრცელდება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადზე.

3. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: ძირითად დარიცხულ თანხას გამოკლებული სახელმწიფო  სასწავლო გრანტი და დარჩენილ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (გარდა რეიტინგის ფასდაკლებისა) აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება - თანხით ყველაზე მაღალი;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (მათ შორის რეიტინგის ფასდაკლება) აკლდება რეიტინგის ფასდაკლებაც, მაგ: თუ სტუდენს ეკუთვნის 50%-იანი რეიტინგის ფასდაკლება და ასევე ერთი ოჯახის წევრების 20%-იანი ფასდაკლება, ძირითად დარიცხულ თანხას ვაკლებთ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ვაკლებთ 50% რეიტინგის ფასდაკლებას და ვაკლებთ დარჩენილი თანხის 20%-ს - ერთი ოჯახის წევრების ფასდაკლებას;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, მათ შორის თანხობრივი ფასდაკლება, პირველ რიგში აკლდება თანხობრივი და შემდეგ პროცენტული ფასდაკლება.*


სწავლის საფასური - 2019-2020 სასწავლო წელი

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 5,900* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი ოდენობით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.

*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის წლიური გადასახადი შეადგენს 5,900 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი.*


დაფინანსება - 2019-2020 სასწავლო წელი

1. 2016 წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში (GAU) ამოქმედდა GAUგრანტი სამაგისტრო პროგრამებისთვის.
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს GAUგრანტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგი პრინციპით:

  • თუ თქვენ GAU-ს საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ხართ, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან მიიღებთ GAUგრანტს სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;
  • თუ თქვენ სხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა გაქვთ დამთავრებული, ასევე გაქვთ GAUგრანტის მოპოვების შანსი:
    • თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა* უნდა აღემატებოდეს ან უდრიდეს 40-ს, იმისთვის, რომ მიიღოთ GAUგრანტი სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;  
    • თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა* უნდა შეადგენდეს 35-39-ს, იმისთვის, რომ GAU-სგან მიიღოთ GAUგრანტი სწავლის გადასახადის 15%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.
* რა არის საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა? საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა არის სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული კონკრეტული ქულების (გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა გამრავლებული უნივერსიტეტის მიერ მისთვის მინიჭებულ კოეფიციენტზე) ჯამი.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის გამოთვლის ნიმუში:
ვთქვათ, GAU-ს მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტია 60 (15; 15; 15; 15 თითოეულ ნაწილზე შესაბამისად)
კონკურსანტის შედეგები საერთო სამაგისტრო გამოცდაში:
  • რაოდენობრივი მსჯელობა - 18 (მაქს. ქულა 20)
  • ლოგიკური მსჯელობა - 13 (მაქს. ქულა 17)
  • ანალიტიკური წერა - 14 (მაქს. ქულა 20)
  • წაკითხულის გააზრება - 19 (მაქს. ქულა 21)
როგორ ითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა?
საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა ითვლება შემდეგნაირად: გამოცდის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა (მიღებული ქულა გაყოფილი მაქსიმალურ ქულაზე) მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე (15) და ჯამდება:
18⁄20*15 + 13⁄17*15 + 14⁄20*15 + 19⁄20*15 = 13.5 + 11.5 + 10.5 + 13.6 = 49.1


2. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: ძირითად დარიცხულ თანხას გამოკლებული სახელმწიფო  სასწავლო გრანტი და დარჩენილ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება რომელიც გამოდის თანხით ყველაზე მაღალი;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ერთი ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით.*

სწავლის საფასური - 2019-2020 სასწავლო წელი

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 5,000 ლარი.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.


დაფინანსება - 2019-2020 სასწავლო წელი

1. დაფინანსება GAU-ს კურსდამთავრებული სტუდენტებისთვის :
თუ თქვენ GAU-ს საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული ხართ, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან მიიღებთ GAU გრანტს სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.

2. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება რომელიც გამოდის თანხით ყველაზე მაღალი;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ერთი ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით.*


მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებას უცხო ენაში (ინგლისური) და გასაუბრებას სპეციალობაში.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (უსდ-ს სარეგისტრაციო კოდი: 120) ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა შეავსოს უცხო ენის (ინგლისური) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ტესტი.

პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია  წელიწადში ორჯერ,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

სამაგისტრო ნაშრომი ფასდება სასწავლო კურსის შეფასების სისტემით.

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: 
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.*

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს ბიზნესის სფეროში ღრმა და სისტემური ცოდნის მიღებას, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ამოცანების გადაჭრაზე.  

ამ პროგრამის გავლის შედეგად, სტუდენტი აღიჭურვება შემდეგი უნარებით:

  • მიღებული ცოდნის და გამოცდილების გაცნობიერება/სისტემატიზაცია
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და დანერგვა
  • პრობლემის იდენტიფიცირება, ალტერნატივების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • მუდმივგანახლებადი სწავლა

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ძირითადად განკუთვნილია მათთვის ვინც:

  • საქმიანობს კერძო თუ სახელმწიფო სექტორში და სურს მიაღწიოს კარიერულ წინსვლას;  
  • აქვს ან აპირებს საკუთარი ბიზნესის წამოწყებას  და დაინტერესებულია შეიძინოს სპეფიციკური ცოდნა;
  • სურს შეიცვალოს პროფესია.

სკოლა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს ქვემოთ ჩამოთვლილი სამი სპეციალიზაციიდან აირჩიოს და ფოკუსირდეს ამავე მიმართულებაში:

  • მენეჯმენტი
  • მარკეტინგი
  • ფინანსები


პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა.

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს.

სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 75 კრედიტს.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა იყოფა შემდეგ კომპონენტებად: სასწავლო, პრაქტიკული, კვლევითი და თავისუფალი.

სასწავლო კომპონენტი არის სასწავლო ელემენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს მაგისტრანტის დარგობრივ დახელოვნებას, ხელს უწყობს მას და ამზადებს პრაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად.

სასწავლო კომპონენტში მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს 90 კრედიტი - აქედან, 70 სავალდებულოა და 20 არჩევითი კრედიტი. ამასთან,  შეთავაზებული არჩევითი სასწავლო კურსებიდან მაგისტრანტმა აუცილებლად უნდა დააგროვოს ნებისმიერი კონცენტრაციის  მიხედვით 15 კრედიტი, ხოლო დანარჩენი 10 კრედიტი მას შეუძლია დააგროვოს: იგივე შეთავაზებული არჩევით კურსებიდან; ბიზნესის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები შესაბამისად აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

პრაქტიკულ კომპონენტში მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს 10 კრედიტი:

სტუდენტმა პრაქტიკა უნდა გაიაროს, თუ არ არის დასაქმებული  და მას შეუძლია გაიაროს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკა იმ დაწესებულებებში, რომლებთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული უნივერსიტეტსა და ბიზნესის სკოლას. თუ დასაქმებულია სპეციალობით, მაშინ უნდა წარმოადგინოს ცნობა სამუშაო ადგილიდან დაკავებული პოზიციისა და მოვალეობების აღწერის მითითებით.

კვლევით კომპონენტში მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს 20 კრედიტი:

სამაგისტრო ნაშრომის კვლევის საგანი უნდა მოიცავდეს საქართველოში მოქმედი ფირმებისა და ორგანიზაციების ბიზნეს პრობლემატიკის კვლევას, ითვალისწინებდეს ქართული ბიზნესის რეგულაციებს, საერთაშორისო რეგულაციების ადაპტაციას და ა.შ. და აგებული იყოს რეალურ მონაცემებზე, რაც ამზადებს მაგისტრატურის სტუდენტებს საქართველოს ბიზნეს სფეროში სამუშაოდ.

კვლევით კომპონენტთან დაკავშირებული დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) მაგისტრატურის დებულებაში.


ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


მარია არქანია

მარია არქანია

ბიზნესის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო პროგრამა

(+995) 574 735 573
(+995 32) 220 65 20 (207)
mariaarkania@gau.edu.ge
ვერიკო ჯაფარიძე

ვერიკო ჯაფარიძე

ბიზნესის სკოლა

აკადემიური პროცესის სამსახურის უფროსი

საბაკალავრო პროგრამა

(+995) 599 902 567
(+995 32) 220 65 20 (204)
verikojaparidze@gau.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


დინარა სხულუხია

დინარა სხულუხია

ბიზნესის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

(+995) 599 291 951
(+995 32) 220 65 20 (203)
dina@gau.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


დინარა სხულუხია

დინარა სხულუხია

ბიზნესის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

(+995) 599 291 951
(+995 32) 220 65 20 (203)
dina@gau.edu.ge

დოქტორანტის მიერ შესაბამის სასწავლო კომპონენტში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კომპონენტის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კომპონენტის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

დოქტორანტის შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კომპონენტში დოქტორანტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა დოქტორანტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

დოქტორანტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

დისერტაციის შეფასება ხორციელდება იმავე ან მომდევნო სემესტრში, რომელშიც დოქტორანტი დაასრულებს მასზე მუშაობას. დისერტაცია, ფასდება ერთჯერადად (დასკვნითი შეფასებით).

დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომი ფასდება შეფასების შემდეგი სისტემის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი;
ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;
კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;
საშუალო (bene) – საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს;
დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს.

უარყოფითი შეფასებები:
არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი დონის ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს მასში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო;
სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.

ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.

არადამაკმაყოფილებელის (insufficient) მიღების შემთხვევაში დოქტორანტს უფლება ეძლევა ერთი წლის განმავლობაში წარადგინოს გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომი, ხოლო სრულიად არადამაკმაყოფილებელის (sub omni canone) მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.  

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ბიზნესის მიმართულებით სამეცნიერო კვლევა და პედაგოგიური საქმიანობა განახორციელონ საერთაშორისო, შედარებითი და ინტერდისციპლინარული უნარების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრის მეთვალყურეობის ქვეშ.

ბიზნესის სკოლა ხელს უწყობს სამეცნიერო პროექტების განხორციელებას და კვლევითი ცენტრების (ინსტიტუტების) ჩამოყალიბებას საკუთარი აკადემიური პერსონალისა და სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულების კვლევითი ინიციატივების წახალისების მიზნით.

ამჟამად, სკოლის ფარგლებში ფუნქციონირებს ბიზნესის კვლევების ცენტრი, რომელიც აწარმოებს სამეცნიერო კვლევებს ბიზნესის ადმინისტრირების ყველა მიმართულებით სახელდობრ: რაოდენობრივი და საერთაშორისო ფინანსების დარგში, პორტფელური და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების განხრით, აგრეთვე, მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროებში. ამ საკითხების საკვლევად ხშირად გამოიყენება ბიზნესის მოდელირების სტოქასტური მეთოდები და ფაზი (fuzzy - არამკაფიო) სიმრავლეებისა და ფაზი ლოგიკის მიდგომები. ცალკე მიმართულებას წარმოადგენს საფონდო ბირჟებთან დაკავშირებული საკითხების კვლევა.


პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა.

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 180 კრედიტი კვალიფიკაციის მისაღებად.

სადოქტორო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 3 წელი, 6 სემესტრი. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დოქტორანტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი. სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა დოქტორანტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

 სადოქტორო პროგრამა იყოფა სამ კომპონენტად: სასწავლო,  სამეცნიერო - კვლევითი და თავისუფალი.

სასწავლო კომპონენტი არის სასწავლო ელემენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას,  ამზადებს მას სადისერტაციო ნაშრომის შესასრულებლად და მომავალი სამეცნიერო-კვლევითი ან/და პედაგოგიური საქმიანობისათვის.

სასწავლო კომპონენტში დოქტორანტი აგროვებს 60 კრედიტს - აქედან, 20 სავალდებულოა, ხოლო შეთავაზებული არჩევითი სასწავლო კურსებიდან დოქტორანტი აგროვებს 40 კრედიტს, იმისდა მიხედვით რომელი უნარ-ჩვევის მეტად განვითარება უნდა. 

კვლევით კომპონენტში დოქტორანტი აგროვებს 120 კრედიტს.

პროგრამა ითვალისწინებს თავისუფალ კომპონენტს - 12 კრედიტის მოცულობით, რომელსაც დოქტორანტი აგროვებს: 

  • არჩევითი სასწავლო კომპონენტის ნაცვლად ბიზნესის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; 
  • საქართველოს  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; 
  • უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

საქართველოს მოქალაქისთვის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა მაგისტრის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციისა და უცხო ენის (ინგლისური) ფლობა მინიმუმ B2 დონეზე;

უცხო ენის ცოდნის დონის გამოსავლენად აპლიკანტი აბარებს ტესტირებას დროებით საფაკულტეტო კომისიასთან; პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი ან/და მეორე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება.

აპლიკანტი გასაუბრებას გადის ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოსთან.  

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა