ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა — ცოდნა, პრაქტიკა და საერთაშორისო შესაძლებლობები ერთ სივრცეში

სამართლის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს ძლიერი თეორიული საფუძველი, განივითაროს პრაქტიკული და პროფესიული უნარები და მოემზადოს თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი სამართლებრივი გარემოსთვის.

პროგრამა ეფუძნება ინტეგრირებული ვერტიკალის მოდელს, რომლის მთავარი პრინციპია, რომ სამართლებრივი კომპეტენცია არ არის ცალკეული საგნების მექანიკური ჯამი. პროგრამის ფარგლებში დოქტრინული ცოდნა, პრაქტიკული უნარები, პროფესიული და ეთიკური იდენტობა, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების კულტურა და კვლევითი უნარები სწავლის თითოეულ ეტაპზე თანმიმდევრულად და ურთიერთკავშირში ვითარდება.

პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. სტუდენტებს უნივერსიტეტშივე ეძლევათ შესაძლებლობა, განივითარონ პროფესიული უნარები და თავდაჯერებულობა, რაც აუცილებელია იურისტის საქმიანობისთვის. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს იურიდიულ კლინიკას, სადაც სტუდენტები მიღებულ ცოდნას რეალურ საქმეებზე მუშაობის გზით იყენებენ - სამართლებრივი კონსულტაციის მომზადებიდან სასამართლო წარმომადგენლობამდე.

პრაქტიკული, პროფესიული, ანალიტიკური, კომუნიკაციური და ეთიკური კომპეტენციების განვითარების შეფასების მიზნით პროგრამაში გამოიყენება OSCE-Law (Objective Structured Competency Evaluation in Law) — სამართლის განათლების საჭიროებებზე მორგებული, სტანდარტიზებული, გამჭვირვალე და რუბრიკაზე დაფუძნებული შეფასების მოდელი. მისი მიზანია არა მხოლოდ თეორიული ცოდნის შეფასება, არამედ იმის დადგენა, რამდენად შეუძლია სტუდენტს სხვადასხვა სასწავლო კურსში მიღებული ცოდნის გამოყენება რეალობასთან მიახლოებულ პროფესიულ სიტუაციებში.

სამართლებრივი სფერო სწრაფად იცვლება, ამიტომ პროგრამა სტუდენტებს ამზადებს თანამედროვე, ტექნოლოგიურად განვითარებული სამართლებრივი გარემოსთვის. პროგრამაში თავმოყრილი სასწავლო კომპონენტები ხელს უწყობს ციფრული ინსტრუმენტების პასუხისმგებლიან, ეფექტიან და სამართლებრივად გააზრებულ გამოყენებას.

პროგრამა ასევე ქმნის შესაძლებლობას, სტუდენტებმა განივითარონ ინგლისურ ენაზე სამართლებრივი კომუნიკაციის უნარი. ამისთვის გათვალისწინებულია როგორც შესაბამისი დონის ინგლისური ენის კურსები, ისე ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები.

პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ემსახურება იმიტირებული სასამართლო პროცესების პროექტებიც, რომლებიც პროგრამის ფარგლებში მოქმედი მოსამართლეების ორგანიზებით ხორციელდება. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, პრაქტიკულ გარემოში გამოსცადონ სამართლებრივი არგუმენტაციის, ანალიზისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარები.

წარჩინებული სტუდენტების აკადემიური და ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უნივერსიტეტი ახორციელებს მცირე საგრანტო პროგრამას, რომლის ფარგლებში ფინანსდება სტუდენტების მიერ წარმოდგენილი კვლევითი ინიციატივები. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი აკადემიური ინტერესები კვლევით პროექტებად აქციონ და პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები შექმნან.

საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სკოლის მიერ დამყარებული თანამშრომლობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში უცხოეთის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის:

  • Park University, მისური, აშშ (Park University, a Missouri nonprofit corporation)
  • Fordham University, აშშ
  • American University, აშშ
  • Webster University, ათენი, საბერძნეთი (The Athens Campus of Webster University)
  • Masaryk University, ჩეხეთი (Masaryk University)

გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ისწავლონ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში და მიიღონ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება.


პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - სამართლის საბაკალავრო პროგრამა.

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის / ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. იხ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ანკეტა/კითხვარი.

GAU-ში ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციისას, საგანმანათლებლო პროგრამების / უნივერსიტეტების პრიორიტეტულ ჩამონათვალში მიუთითონ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის შესაბამისი კოდი.

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.


სამართლის საბაკალავრო პროგრამაში პრაქტიკული, პროფესიული, ანალიტიკური, კომუნიკაციური და ეთიკური კომპეტენციების შეფასების გაძლიერების მიზნით გამოიყენება OSCE-Law - Objective Structured Competency Evaluation in Law, ანუ სამართალში ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული კომპეტენციის შეფასების მოდელი.

OSCE-Law წარმოადგენს სამართლის განათლების საჭიროებებზე მორგებულ, სტანდარტიზებულ, გამჭვირვალე და რუბრიკაზე დაფუძნებულ შეფასების მექანიზმს. მისი მიზანია არა ცალკეული საგნის თეორიული ცოდნის ხელახალი შემოწმება, არამედ იმის შეფასება, რამდენად შეუძლია სტუდენტს სხვადასხვა სასწავლო კურსში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ, პროფესიულად რელევანტურ და რეალობასთან მიახლოებულ სიტუაციაში გამოყენება.

სასწავლო კურსის/კომპონენტის შეფასების სისტემის ცნობადობის გაზრდის მიზნით და გამჭვირვალობის პრინციპის გათვალისწინებით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად დგინდება შეფასების ფორმების/შეფასების კომპონენტების სხვადასხვა შეფასების მეთოდის გაზომვის შეფასების კრიტერიუმები 

- იხილეთ სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსის შეფასების ფორმების/მეთოდების/კომპონენტების რუბრიკები.


სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: 
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.*


სამართლის საბაკალავრო პროგრამის დასრულებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მისაღებად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 180 კრედიტი.

პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობაა 3 წელი, 6 სემესტრი. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტი, როგორც წესი, აგროვებს 60 კრედიტს, ხოლო ერთ სემესტრში — 30 კრედიტს. სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში შესაძლებელია 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები კრედიტის დაგროვება, თუმცა არაუმეტეს 75 კრედიტისა.

180 კრედიტი მოიცავს:

  • 157 კრედიტს - სამართლის, როგორც ძირითადი სწავლის სფეროს, სავალდებულო სასწავლო კომპონენტები;
  • 15 კრედიტს - არჩევითი სასწავლო კომპონენტები;
  • 8 კრედიტს - თავისუფალი კომპონენტები.

პროგრამა, სტუდენტების მობილობისა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, ითვალისწინებს თავისუფალი კომპონენტის ფარგლებში კრედიტების დაგროვების შესაძლებლობას. სტუდენტს მათი დაგროვება შეუძლია:

  • სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მოქმედი სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი, აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კრედიტების აღიარების შემთხვევაში.


სამართლის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

სწავლის საფასური 

GAU-ში სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 4,500* ლარს (60 კრედიტის ღირებულება). გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი გადახდებით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.


დაფინანსება 

1. TOP GRANT - სწავლის სრულად დაფინანსება 

აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯამური რეიტინგით საუკეთესო 1,000-ეულში მოხვდებიან და აირჩევენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს პირველ ადგილზე, GAU-ში ისწავლიან სრული დაფინანსებით საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული 240 კრედიტის ფარგლებში (რომელიმე საგნ(ებ)ის ხელმეორედ ან/და დამატებით არჩევის შეთხვევაში სტუდენტი დაფარავს შესაბამისი კრედიტების ღირებულებას).

TOPგრანტის მისაღებად საჭიროა:

  1. მონიშნოთ პირველ ადგილზე GAU-ს საბაკალავრო პროგრამა (120);
  2. მიიღოთ მაღალი შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და მოხვდეთ TOP 1,000 რეიტინგში;

2. დაფინანსება შიდა რეიტინგის (GPA) მიხედვით:

GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე (GPA) იღებენ ფასდაკლებას, რომელიც ვრცელდება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადზე:

  • I ადგილი - 100% ფასდაკლება
  • II ადგილი - 50% ფასდაკლება
  • III ადგილი - 25% ფასდაკლება

3. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (გარდა რეიტინგის ფასდაკლებისა) აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება - თანხით ყველაზე მაღალი;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (მათ შორის რეიტინგის ფასდაკლება) აკლდება რეიტინგის ფასდაკლებაც, მაგ: თუ სტუდენს ეკუთვნის 50%-იანი რეიტინგის ფასდაკლება და ასევე ერთი ოჯახის წევრების 20%-იანი ფასდაკლება, ძირითად დარიცხულ თანხას ვაკლებთ 50% რეიტინგის ფასდაკლებას და ვაკლებთ დარჩენილი თანხის 20%-ს - ერთი ოჯახის წევრების ფასდაკლებას;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, მათ შორის თანხობრივი ფასდაკლება, პირველ რიგში აკლდება თანხობრივი და შემდეგ პროცენტული ფასდაკლება.*



ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა — პროფესიული სპეციალიზაცია, პრაქტიკული გამოცდილება და კვლევა

სამართლის სამაგისტრო პროგრამა აგრძელებს საბაკალავრო საფეხურზე ჩამოყალიბებულ ინტეგრირებული ვერტიკალის მოდელს და წარმოადგენს პროფესიული და აკადემიური განვითარების შემდგომ საფეხურს. პროგრამის მიზანია, სტუდენტმა უკვე მიღებული სამართლებრივი ცოდნა უფრო მაღალ დონეზე განავითაროს და ერთმანეთთან დააკავშიროს დოქტრინა, პრაქტიკა, პროფესიული ეთიკა და დამოუკიდებელი კვლევა.

სამაგისტრო საფეხურზე სტუდენტი გადადის ცოდნის მიღებიდან მის კრიტიკულ შეფასებასა და დამოუკიდებელ გამოყენებაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რთული სამართლებრივი პრობლემების ანალიზს, სამართლებრივი ნორმების განმარტებასა და გამოყენებას, პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებას და პროფესიული დოკუმენტების მომზადებას.

პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია პროფესიული იდენტობისა და ეთიკური პასუხისმგებლობის განვითარება. სტუდენტები იძენენ იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც აუცილებელია მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე იურისტისთვის და, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, ქმნის საფუძველს მოსამართლის პროფესიული გზისთვის.

პროგრამის 120-კრედიტიანი სტრუქტურა აერთიანებს ორ თანმიმდევრულ, ერთმანეთთან დაკავშირებულ ეტაპს. პირველი 60 კრედიტი ორიენტირებულია პროფესიულ სპეციალიზაციასა და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებაზე, ხოლო მომდევნო 60 კრედიტი — დამოუკიდებელი სამართლებრივი კვლევისთვის მომზადებასა და კვლევითი კომპეტენციების გაღრმავებაზე.

პირველი 60 კრედიტის ფარგლებში სტუდენტები ავითარებენ სამართლის შესაბამის სფეროში სპეციალიზებულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. სასწავლო კომპონენტები მათ ეხმარება რთული სამართლებრივი პრობლემების ანალიზში, სამართლებრივი ნორმების განმარტებასა და გამოყენებაში, სამართლებრივი დასკვნებისა და პროფესიული დოკუმენტების მომზადებაში, პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებასა და პროფესიული ეთიკის საკითხების გააზრებაში.

პრაქტიკული კომპეტენციების შეფასების ერთ-ერთ დამატებით მექანიზმს წარმოადგენს OSCE-Law (Objective Structured Competency Evaluation in Law) — სამართალში პრაქტიკული კომპეტენციის ობიექტურად სტრუქტურირებული შეფასების მოდელი. მისი საშუალებით ფასდება, რამდენად შეუძლია სტუდენტს მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკულ, პროფესიულად რელევანტურ და რეალობასთან მიახლოებულ სიტუაციებში.

მეორე 60 კრედიტი სტუდენტს დამოუკიდებელი სამართლებრივი კვლევისთვის ამზადებს. ამ ეტაპზე სტუდენტი სწავლობს კვლევითი პრობლემისა და საკვლევი კითხვის ჩამოყალიბებას, კვლევის მეთოდოლოგიის შერჩევას და სამართლებრივი წყაროების — დოქტრინის, კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკის, შედარებითი, ევროპული და საერთაშორისო მასალების — კრიტიკულ ანალიზს.

საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სკოლის მიერ დამყარებული თანამშრომლობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში უცხოეთის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის:

  • Park University, მისური, აშშ (Park University, a Missouri nonprofit corporation)
  • Fordham University, აშშ
  • American University, აშშ
  • Webster University, ათენი, საბერძნეთი (The Athens Campus of Webster University)
  • Masaryk University, ჩეხეთი (Masaryk University)

გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ისწავლონ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში და მიიღონ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება.

პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - სამართლის სამაგისტრო პროგრამა.

პროგრამის I ნაწილზე სწავლის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებითა და პროგრამით განსაზღვრულ დაშვების წინაპირობებს:

  1. სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  2. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  3. ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება არანაკლებ B2 დონეზე ან შესაბამისი მტკიცებულებით გათავისუფლება;
  4. სპეციალობაში გასაუბრება ან შიდა შეფასება, რომლის მიზანია სამართლებრივი აზროვნების, მოტივაციისა და პროგრამის მიზნებთან შესაბამისობის შეფასება.

პროგრამის II ნაწილზე სწავლის გაგრძელება შეუძლია სტუდენტს, რომელმაც წარმატებით დაასრულა I ნაწილი და დააგროვა შესაბამისი 60 ECTS კრედიტი. II ნაწილზე გადასვლისას სტუდენტმა უნდა დაადასტუროს კვლევითი კომპონენტის შესრულებისთვის აუცილებელი აკადემიური მზადყოფნა, მათ შორის კვლევითი ინტერესის ან წინასწარი კვლევითი თემის წარმოდგენის გზით.

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.


უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

სამაგისტრო ნაშრომი ფასდება სასწავლო კურსის შეფასების სისტემით.


სასწავლო კურსის/კომპონენტის შეფასების სისტემის ცნობადობის გაზრდის მიზნით და გამჭვირვალობის პრინციპის გათვალისწინებით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად დგინდება შეფასების ფორმების/შეფასების კომპონენტების სხვადასხვა შეფასების მეთოდის გაზომვის შეფასების კრიტერიუმები:

- იხილეთ სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსის შეფასების ფორმების/მეთოდების/კომპონენტების რუბრიკები.


სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: 
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.*

პროგრამის სრული მოცულობა შეადგენს 120 ECTS კრედიტს, რომელიც აერთიანებს ორ თანმიმდევრულ, ერთმანეთთან დაკავშირებულ ეტაპს.

I ნაწილი მოიცავს 60 ECTS სასწავლო-პრაქტიკულ მაგისტრატურას, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება სამართლის მაგისტრის კვალიფიკაცია. II ნაწილი მოიცავს 60 ECTS კვლევით მაგისტრატურას, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს კვალიფიკაციას - კვლევის მაგისტრი სამართალში.

პროგრამა აგებულია კონცენტრაციების მიხედვით - კერძო/ბიზნეს სამართალი, სისხლის სამართალი, საჯარო სამართალი, საერთაშორისო სამართალი და ასევე დარგთაშორისი მიმართულება - რომელიც სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, ერთიანი სამართლის კვალიფიკაციის ფარგლებში განავითაროს კონკრეტული პროფესიული და აკადემიური პროფილი. შესაბამისად, სპეციალიზაცია არ არღვევს პროგრამის ერთიანობას, არამედ ამყარებს მას სტუდენტის ინტერესებისა და არჩეული პროფესიული განვითარების მიმართულების შესაბამისად

პროგრამის I და II ნაწილი მობილობის და გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობის მიზნით ითვალისწინებს თავისუფალ კომპონენტს 10 კრედიტის მოცულობით, რომელიც მაგისტრანტს შეუძლია დააგროვოს:

  • იგივე კონცენტრაციის არჩევითი საგნებიდან;
  • სხვა კონცენტრაციის სავალდებულო ან არჩევითი საგნებიდან;
  • სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

სამართლის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

სწავლის საფასური - 2025-2026 სასწავლო წელი

GAU-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 4,200* ლარი (60 კრედიტის ღირებულება). გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი ოდენობით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.


დაფინანსება 

1. დაფინანსება შიდა რეიტინგის (GPA) მიხედვით:

GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე (GPA) იღებენ ფასდაკლებას, რომელიც ვრცელდება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადზე:

  • I ადგილი - 50% ფასდაკლება
  • II ადგილი - 25% ფასდაკლება

2. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება რომელიც გამოდის თანხით ყველაზე მაღალი;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ერთი ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით.*


სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის აკადემიურ პროგრამას, რომლის მიზანია სამართლის სფეროში დამოუკიდებელი მკვლევრის მომზადება, ორიგინალური სამეცნიერო კვლევის განხორციელების უნარის განვითარება და სამართლის დარგის ან დარგთაშორისი სფეროს განვითარებაში ახალი ცოდნის, დოქტრინული არგუმენტის, ნორმატიული ხედვის ან პრაქტიკულად მნიშვნელოვანი სამეცნიერო წვლილის შეტანა.

პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევის კომერციალიზაციის, ცოდნის ტრანსფერისა და სამეცნიერო ინოვაციის საკითხებს. სამართლის სადოქტორო პროგრამის კონტექსტში კვლევის კომერციალიზაცია განიმარტება ფართო აკადემიური მნიშვნელობით და არ შემოიფარგლება მხოლოდ ბაზარზე გასატანი პროდუქტის შექმნით. იგი მოიცავს კვლევის შედეგების გამოყენების შესაძლებლობას სამართლებრივი პოლიტიკის, რეგულირების, ინსტიტუციური დიზაინის, LegalTech-ის, ინტელექტუალური საკუთრების, საექსპერტო-საკონსულტაციო საქმიანობის, საჯარო და კერძო სექტორის სამართლებრივი საჭიროებებისა და საზოგადოებრივი ღირებულების მიმართულებით.

სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სკოლა ხელს უწყობს სამეცნიერო  პროექტების განხორციელებას და კვლევითი ცენტრების (ინსტიტუტების) ჩამოყალიბებას საკუთარი აკადემიური პერსონალისა და სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულების კვლევითი ინიციატივების წახალისების მიზნით.

ამჟამად სკოლის ფარგლებში ფუნქციონირებს კონსტიტუციონალიზმის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ინსტიტუტი.

სკოლა იღებს ვალდებულებას სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ხელი შეუწყოს დოქტორანტს აკადემიური საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებაში.

საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სკოლის მიერ დამყარებული თანამშრომლობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში უცხოეთის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის:

  • Park University, მისური, აშშ (Park University, a Missouri nonprofit corporation)
  • Fordham University, აშშ
  • American University, აშშ
  • Webster University, ათენი, საბერძნეთი (The Athens Campus of Webster University)
  • Masaryk University, ჩეხეთი (Masaryk University)

გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ისწავლონ/განახორციელონ კვლევა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში და მიიღონ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება.


პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - სამართლის სადოქტორო პროგრამა.

გაეცანით სამართლის პროგრამის სადოქტორო ნაშრომებს.

სამართლის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სამართლის კვლევის მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს. მიღება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის, სკოლის დოქტორანტურის და სადისერტაციო საბჭოს დებულებაში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

კანდიდატი წარმოადგენს კვლევით განაცხადს/კონცეფციას, რომელშიც ასახულია საკვლევი პრობლემა, თემის აქტუალობა, წინასწარი საკვლევი კითხვები, სავარაუდო მეთოდოლოგიური მიდგომა, კვლევის მოსალოდნელი სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობა.

კანდიდატის კვლევითი განაცხადი ფასდება პროგრამის მიზნებთან, სამართლის სადოქტორო კვლევის სტანდარტთან, თემის განხორციელებადობასთან და უნივერსიტეტის აკადემიურ/კვლევით რესურსებთან შესაბამისობის მიხედვით.
შერჩევის პროცესში ტარდება გასაუბრება, რომლის მიზანია კანდიდატის კვლევითი მოტივაციის, აკადემიური მზაობის, არგუმენტაციის უნარის, დარგობრივი ხედვისა და სადოქტორო კვლევის რეალისტური გეგმის შეფასება.

სადოქტორო კვლევის საერთაშორისო წყაროებთან მუშაობის საჭიროების გათვალისწინებით, კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის არანაკლებ „B2“ დონეზე ცოდნა, რაც დასტურდება ტესტირებით. პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი ან/და წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე საფეხურის აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ინგლისურ ენაზე არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელ საბუთს, ტესტირებისგან თავისუფლდება.

სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

დოქტორანტის მიერ შესაბამის სასწავლო კომპონენტში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კომპონენტის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კომპონენტის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

დოქტორანტის შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კომპონენტში დოქტორანტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა დოქტორანტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

დოქტორანტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

დისერტაციის შეფასება ხორციელდება იმავე ან მომდევნო სემესტრში, რომელშიც დოქტორანტი დაასრულებს მასზე მუშაობას. დისერტაცია, ფასდება ერთჯერადად (დასკვნითი შეფასებით).

დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომი ფასდება შეფასების შემდეგი სისტემის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი;
ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;
კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;
საშუალო (bene) – საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს;
დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს.

უარყოფითი შეფასებები:
არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი დონის ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს მასში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო;
სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.

ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.

არადამაკმაყოფილებელის (insufficient) მიღების შემთხვევაში დოქტორანტს უფლება ეძლევა ერთი წლის განმავლობაში წარადგინოს გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომი, ხოლო სრულიად არადამაკმაყოფილებელის (sub omni canone) მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.  


სამართლის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი. პროგრამის ფარგლებში სასწავლო კომპონენტში სტუდენტი აგროვებს 60 ECTS კრედიტს.

სასწავლო კომპონენტები მიზნად ისახავს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას, ამზადებს მას სადისერტაციო ნაშრომის შესასრულებლად და მომავალი სამეცნიერო-კვლევითი ან/და პედაგოგიური საქმიანობისათვის.

პროგრამაში გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტებია:

  • კვლევის მეთოდოლოგია სამართალში;
  • აკადემიური წერა და სამეცნიერო პუბლიკაცია;
  • კვლევის ეთიკა და აკადემიური კეთილსინდისიერება;
  • კვლევის კომერციალიზაცია, ცოდნის ტრანსფერი და სამეცნიერო ინოვაცია;
  • სწავლების მეთოდოლოგია უმაღლეს სამართლებრივ განათლებაში და პროფესორის ასისტენტობა;
  • დარგობრივი/დარგთაშორისი კვლევითი სემინარი;
  • კოლოკვიუმი I;
  • კოლოკვიუმი II.

სწავლის საფასური - 2026-2027 სასწავლო წელი

GAU-ს სამართლის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 5,000 ლარი.


დაფინანსება

1. დაფინანსება GAU-ს კურსდამთავრებული სტუდენტებისთვის :
თუ თქვენ GAU-ს საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული ხართ, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან მიიღებთ GAU-გრანტს სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.

2. დაფინანსება GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

GAU-ში დასაქმებულ ადმინისტრაციულ პერსონალზე მქომედებს 50%-იანი დაფინანსება, სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.

3. დაფინანსება GAU-ს პროფესორებისთვის:

GAU-ს პროფესურასთვის მოქმედებს 20%-იანი დაფინანსება, სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.

4. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება რომელიც გამოდის თანხით ყველაზე მაღალი;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ერთი ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით.*


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


ლალი წურწუმია

ლალი წურწუმია

სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

სამართლის საბაკალავრო პროგრამა, სადოქტორო პროგრამები

(+995) 595 295 890
(+995 32) 220 65 20 (105)
ltsurtsumia@gau.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


ელენე ცაია

ელენე ცაია

სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

სამართლის და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამები

(+995) 555 333 248
(+995 32) 220 65 20 (102)
elene.tsaia@gau.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


ლალი წურწუმია

ლალი წურწუმია

სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

სამართლის საბაკალავრო პროგრამა, სადოქტორო პროგრამები

(+995) 595 295 890
(+995 32) 220 65 20 (105)
ltsurtsumia@gau.edu.ge

სადოქტორო ნაშრომები - სამართლის სადოქტორო პროგრამა: 

1. გიორგი გორაძე - ფედერალიზმის პერსპექტივები ქართულ სინამდვილეში, 2009

2. ნინო ბარაბაძე - მორალური ზიანი და მისი ანაზღაურების პრობლემა, 2011

3. ნინო ბოჭორიშვილი - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება საქართველოში, 2012

4. კახაბერ ურიადმყოფელი - კანონიერი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციულ სამართალში, 2016

5. გიორგი ამილახვარი - საერთაშორისო დოკუმენტური აკრედიტივის სამართლებრივი ბუნება, 2017

6. დავით დოლიძე - კორპორაციული მართვის სამართლებრივი მოწესრიგება სააქციო საზოგადოებაში, 2017

7. ნინო ბოგვერაძე - სუროგაცია/დონაციის სამართლებრივი რეგულირების პრობლემები საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, 2017


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა