ალექსანდრე ველიჯანაშვილი

ლექტორები ალექსანდრე ველიჯანაშვილი

ალექსანდრე ველიჯანაშვილი

aleksandre.velijanashvili@gau.edu.ge

ასოცირებული პროფესორი

ალექსანდრე ველიჯანაშვილმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და ი.გოგებაშვილის სახ. პედაგოგიური მეცნიერებების ეროვნული ინსტიტუტის ასპირანტურა.

აქვს მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების მეთოდიკაში.

ალექსანდრე ველიჯანაშვილი არის Autodesk-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, სერტიფიცირებული მასწავლებელი. სერტიფიცირებულია AutoCAD, 3DMAX, ArchiCAD აგრეთვე Adobe Photoshop.

მუშაობს სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში და მშენებლობის ინსპექტირების დარგში;

გამოქვეყნებული აქვს 22-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 4 სახელმძღვანელო, მონაწილეობა მიღებული აქვს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში;

ალექსანდრე ველიჯანაშვილი არის რამდენიმე მულტიმედიური პროექტის ავტორი, მენეჯერი და თანაშემსრულებელი, მათ შორის: ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოს ფშავის თემის ჯვარ-ხატების აღწერა, სისტემატიზება და მულტიმედიურ ფორმატში შესრულება -„ციხეგორს გალობს ბულბული“... ; თუშეთის სოფელ დართლოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სოფლის 3D-მოდელის შექმნა და ვირტუალური გასეირნება-პრეზენტაცია  და სხვა.

ალექსანდრე ველიჯანაშვილი გახლავთ სამეცნიერო-საგანმანათლებლო ორგანიზაციის ”ინტერნეტ აკადემიის” აღმასრულებელი დირექტორი და ელექტრონული გამომცემლობა ”ქართული ელქტრონული სამეცნიერო ჟურნალების” თანადამფუძნებელი. ქართული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის ”პედაგოგიური მეცნიერებები და ფსიქოლოგია” http://gesj.internet-academy.org.ge/edu/ და ”კომპიუტერული მეცნიერებანი და კომუნიკაციები” http://gesj.internet-academy.org.ge/comp/ სარედაქციო საბჭოს წევრი და საგამოცემლო რედაქციის გამგე. 1995-წლიდან არის საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი. 2019-წლიდან არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

ალექსანდრე ველიჯანაშვილი მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კომპიუტერების მათემატიკური უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში, იყო ასოცირებული პროფესორი, სამაგისტრო პროგრამის «მულტიმედიური ტექნოლოგიები და ვებ დიზაინი»-ს ფარგლებში კითხულობდა რამდენიმე სასწავლო კურსს. აგრეთვე, მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გეომეტრიული მოდელირებისა და კომპიუტერული გრაფიკის კათედრაზე, იყო უფროსი მასწავლებელი.

გეომეტრიული მოდელირებისა და საინჟინრო თემატიკაზე გამოქვეყნებული მაქვს 22 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 1 მონოგრაფია და 4 სახელმძღვანელო

ალექსანდრე ველიჯანაშვილი არის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა